არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა
loader

Breaking news

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

  • არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

თბილისი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს ბროკ ბირმანს შეხვდა. 

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. არჩილ თალაკვაძემ USAID-ის მიერ ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობის, ასევე მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ბროკ ბირმანს მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის მთავარი სამუშაო საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. არჩილ თალაკვაძე სტუმარს მართლმსაჯულების სფეროს და საარჩევნო რეფორმებზე, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შესახებ ესაუბრა.

ბროკ ბირმანის განცხადებით, USAID გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე