ილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა
loader

Breaking news

ილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა

  • ილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა

თბილისი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, თავიანთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას ავალებს.

ამის შესახებ პატრიარქის 10 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.

„ამა წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.


 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე