"ვულოცავ ყველა იმ ოჯახს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახლს ელოდება, ახლა კი შესაძლებლობა მიეცა ახალი საცხოვრებელი ახლო მომავალში მიიღოს"
loader

Breaking news

"ვულოცავ ყველა იმ ოჯახს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახლს ელოდება, ახლა კი შესაძლებლობა მიეცა ახალი საცხოვრებელი ახლო მომავალში მიიღოს"

  • ვულოცავ ყველა იმ ოჯახს რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახლს ელოდება ახლა კი შესაძლებლობა მიეცა ახალი საცხოვრებელი ახლო მომავალში მიიღოს

თბილისი: გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი თბილისის მერიასა და მ2-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება. 

"თბილისის მერიის 6 თვიანი მუშაობის შედეგად, როგორც იქნა, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანების სახლებს მ2 ააშენებს:

• პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ოჯახს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახლს ელოდება, ახლა კი შესაძლებლობა მიეცა ახალი საცხოვრებელი მიიღოს, თანაც ახლო მომავალში. 

• ამ საკითხზე მუშაობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მოცულობითი იყო და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაც კი გახდა საჭირო.  შედეგად დაახლოებით კი 2500 ოჯახი თბილისში თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს მიიღებს. 

• ამ შეთანხმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ შეუძლებელია არაფერია. ჩემი აზრით, თბილისის მერიის მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი ინტერესების გათვალისწინების ეს მაგალითი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით  პრაქტიკულად ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია!", - აცხადებს სონღულაშვილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე