"ეს აჩვენებს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა სამუდამოდ ვერ გაყინავს საქართველოს მომავალს“
loader

Breaking news

"ეს აჩვენებს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა სამუდამოდ ვერ გაყინავს საქართველოს მომავალს“

  • ეს აჩვენებს რუსეთს რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა სამუდამოდ ვერ გაყინავს საქართველოს მომავალს

თბილისი: გთავაზობთ, გავიდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გარშემო შექმნილი ჩიხიდან, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "ტვიტერში" წერს.

"საქართველოს შეუძლია, განიხილოს ნატო-ში გაწევრიანება უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების მეხუთე მუხლით დაფარვის გარეშე. ეს აჩვენებს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა სამუდამოდ ვერ გაყინავს საქართველოს მომავალს“, – წერს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გუშინ განაცხადა: "თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე