2 სექტემბერს გაუჩინარებული ჯარისკაცი იპოვეს
loader

Breaking news

2 სექტემბერს გაუჩინარებული ჯარისკაცი იპოვეს

  • 2 სექტემბერს გაუჩინარებული ჯარისკაცი იპოვეს

თბილისი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ქარელში ოჯახის წევრები ეძებდნენ, იპოვეს.

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლაშა ჩოჩიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ქარელის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს ოჯახი 2 სექტემბრის შემდეგ ეძებდა, რის გამოც, გუშინ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე