"ეს არის თბილისის მერიის და კახი კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება"
loader

Breaking news

"ეს არის თბილისის მერიის და კახი კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება"

  • ეს არის თბილისის მერიის და კახი კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება

თბილისი: ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის მერის კახა კალაძის ბრიფინგს ეხმაურება, რომელზეც მან განაცხადა, რომ "სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს და დასრულებულ ბინას 2500-მდე ოჯახი მიიღებს.

"ეს არის თბილისის მერიის და კახი კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ 2500 დაზარალებული ოჯახის პრობლემა გადაწყდა. 

ბუნებრივია და კახის ბრიფინგიდანაც ჩანდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. როგორც ჩანს, პროცესში იყო გარკვეული უიმედობებიც, მაგრამ საბოლოოდ ამ საკითხის გადაწყვეტა არის ქალაქის მერიის და პროცესში ჩართული ყველა მხარის ძალიან დიდი წარმატება. 

თავის მხრივ ეს ძალიან კარგი ამბავი იმედს იძლევა, რომ მსგავსი წარმატებით დასრულდება სხვა ანალოგიური საკითხები და ოჯახები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ, მიიღებენ თავის კუთვნილს. ვულოცავ ყველა ოჯახს, ვისი პრობლემაც უკვე გადაწყდა, კახის კი კიდევ ერთი და მორიგი ბრავო", - წერს მდინარაძე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე