საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვევა
loader

Breaking news

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვევა

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვევა

თბილისი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 11-13 სექტემბერს უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს უზბეკეთის რესპუბლიკის  ვიცე-პრემერთან  აზიზ აბდუხაკიმოვთან,  საგარეო უწყების ხელმძღვანელთან აბულაზიზ კამილოვთან და  უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან სოდიკ საფოევთან. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან  დაკავშირებით უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. ტაშკენტში საქართველოს ხელოვნების სფეროს მოღვაწეების მონაწილეობით მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან უზბეკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფების წარმომადგენელები, უზბეკეთში აკრედიტებული დიპლომატური კორპუსი, საქართველოს პარლამენტის წევრები, უზბეკეთის კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე