ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ
loader

Breaking news

ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ

  • ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ

თბილისი: ფინანსთა ყოფილ მინისტრს ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ.

ხადურის პანაშვიდები 12-13 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, 14 სექტემბერს კი სიონის ტაძრიდანვე მოხდება მისი გამოსვენება.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში დღეს დილით გულის შეტევით გარდაიცვალა.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.

მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე