სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცის სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
loader

Breaking news

სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცის სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

  • სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცის სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თბილისი: თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სამხედრო მოსამსახურის ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ლაშა ჩოჩიშვილი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ქარელის სოფელ ხეობაში 27 წლის ლაშა ჩოჩიშვილს ერთი კვირაა, ოჯახი ეძებს. ოჯახის წევრების განცხადებით, ლაშა ჩოჩიშვილს 2 სექტემბერს ტელეფონით ძმა ესაუბრა და ის თბილისიდან სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცის.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე