თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ინციდენტი მოხდა
loader

Breaking news

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ინციდენტი მოხდა

  • თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ინციდენტი მოხდა

თბილისი: თბილისში მიმდინარე მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მეორე დღეა, სასტუმრო “რუმსში“ მიმდინარეობს, “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი "ობიექტივის" გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირსპირება მოჰყვა.

"პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის და კონფერენციის მასპინძლის ნინო ევგენიძის განცხადებით, ინაშვილმა შეხვედრის ჩაშლა სცადა, რაც მისი აზრით, დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ოპოზიციის განცხადებით, დღეს მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

მომხდარის გამო კონფერენციის მუშაობა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე