"რუსთავი 2"-ის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები შესაძლოა, შეიცავდეს კიბერდანაშაულის ნიშნებს"
loader

Breaking news

"რუსთავი 2"-ის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები შესაძლოა, შეიცავდეს კიბერდანაშაულის ნიშნებს"

  • რუსთავი 2-ის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშაულის ნიშნებს

თბილისი: "რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ.

"უკვე რამდენიმე დღეა, "რუსთავი 2"-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. "რუსთავი 2"-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. 

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. 

სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა, შეიცავდეს კიბერდანაშაულის ნიშნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე