საგამოძიებო სამსახურმა კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინა
loader

Breaking news

საგამოძიებო სამსახურმა კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინა

  • საგამოძიებო სამსახურმა კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინა

თბილისი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა, რომელთა შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით  მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით თავისუფლების 1-დან 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე