ტრამპი აცხადებს, რომ "თალიბანთან“ მოლაპარაკებები "მკვდარია“
loader

Breaking news

ტრამპი აცხადებს, რომ "თალიბანთან“ მოლაპარაკებები "მკვდარია“

  • ტრამპი აცხადებს რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია

კიევი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „თალიბანთან“ მოლაპარაკებები „მკვდარია“. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში მედიას განუცხადა.

დონალდ ტრამპმა მერილენდში მდებარე სამხედრო ბაზა „კემპ დევიდზე“ მოძრაობა „თალიბანთან“ დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.

კემპ დევიდის ბაზაზე დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადება საიდუმლოდ მიმდინარეობდა. შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც თალიბების, ისე ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს. დაგეგმილი მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმა „ტვიტერით“ გაასაჯაროა.

მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო. მებრძოლები ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას ითხოვენ. საპასუხოდ, ვაშინგტონი თალიბებისგან ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობის აღებას, ტერორისტულ დაჯგუფება „ალ ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტას და ავღანეთის ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას მოითხოვს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე