"ვანო მერაბიშვილს ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა"
loader

Breaking news

"ვანო მერაბიშვილს ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა"

  • ვანო მერაბიშვილს ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს რამდენიც მოიხადა

თბილისი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მერაბიშვილს “იმედთან” დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება.

“20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება", - აცხადებს ადვოკატი "კვირის პალიტრასთან".

მისივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილი პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს.

"როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, – აცხადებს ჩივიაშვილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე