"კვიციანს ვუსტვენდი, დამარტყა და წამაქცია, არ დააკავეს, ისევ დამარტყა, ისევ მოვუწოდე დაეკავებინათ, ისევ არ დააკავეს და ისევ დამარტყა" (ვიდეო)
loader

Breaking news

"კვიციანს ვუსტვენდი, დამარტყა და წამაქცია, არ დააკავეს, ისევ დამარტყა, ისევ მოვუწოდე დაეკავებინათ, ისევ არ დააკავეს და ისევ დამარტყა" (ვიდეო)

  • კვიციანს ვუსტვენდი დამარტყა და წამაქცია არ დააკავეს ისევ დამარტყა ისევ მოვუწოდე დაეკავებინათ ისევ არ დააკავეს და ისევ დამარტყა ვიდეო

თბილისი: ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე ზუკა ბერძენიშვილის თქმით, მას "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სამჯერ დაარტყა, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციას ის არ დაუკავებია. 

"ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია. პასუხი არ გავეცი და პოლიციას მოვუწოდე დაეკავებინა. არ დააკავეს. ისევ დამარტყა. ისევ არ გავეცი, ისევ მოვუწოდე, ისევ არ დაკავეს და ისევ დამარტყა. ეხლა ინაშვილმა პარლამენტთან კონტრაქცია დაანონსა და ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას და ღირსებას! ესეთი ქვეყანა გვაქვს ამ წუთებში", - წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე