ვოლკერმა მხარეებს ტყვეების გაცვლის გაგრძელებისკენ მოუწოდა
loader

Breaking news

ვოლკერმა მხარეებს ტყვეების გაცვლის გაგრძელებისკენ მოუწოდა

  • ვოლკერმა მხარეებს ტყვეების გაცვლის გაგრძელებისკენ მოუწოდა

კიევი: უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი იმედოვნებს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებას და მინსკის შეთანხმებების შესრულებას იმპულსს მისცემს.

"მოხარული ვარ, რომ უკრაინელი მეზღვაურები სახლებში დაბრუნებას და უკრაინასა და რუსეთს შორის ვპატიმრების გაცვლას ვხედავ. იმედი მაქვს, ეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებას, პატიმრების გაცვლის გაგრძელებას და მინსკის შეთანხმებების შესრულებას იმპულსს მისცემს", - განაცხადა ვოლკერმა.

უკრაინამ და რუსეთმა 35-35-ის პრინციპით ტყვეები გაცვალეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე