რუსეთმა 24 უკრაინელი მეზღვაური და 11 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა
loader

Breaking news

რუსეთმა 24 უკრაინელი მეზღვაური და 11 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

  • რუსეთმა 24 უკრაინელი მეზღვაური და 11 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

კიევი: კიევის "ბორისპოლის“ აეროპორტში სპეციალური რეისი უკვე დაეშვა, რომლის ბორტზე გათავისუფლებული უკრაინელები იმყოფებიან.

გათავისუფლებულთა შორის არიან 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასული წლის ნოემბერში დააკავა - იური ბუდზილო, ვიაჩესლავ ზინჩენკო, ანდრეი ოპრისკო, სერგეი ციბიზოვი, ანდრეი არტემენკო, ვლადიმიტი ტერეშენკო, ევგენი სემიდოცკი, ვიქტორ ბეზპალჩენკო, ანდრეი შევჩენკო, ვლადიმირ ვარიმეზი, მიხაილ ვლასიუკი, ბოგდან გოლოვაში, სერგეი ჩულიბა, ოლეგ მელნიჩუკი, ბოგდან ნებილიცა, ვლადისლავ კოსტიშინი, სერგეი პოპოვი, იური ბეზიაზიჩნი, რომან მოკრიაკი, ანდრეი ეიდერი, ვასილი სოროკა, ანდრეი დრაჩი, ვლადიმირ ლისოვოი და დენის გრიცენკო და 11 პოლიტპატიმარი - ოლეგ სენცოვი, რომან სუშენკო, ევგენი პანოვი, ალექსანდრ კოლჩენკო, სტანისლავ კლიხი, ნიკოლაი კარპიუკი, პაველ გრიბი, ალექსეი სიზონოვიჩი, ვლადიმერ ბალუხი, ედემ ბექიროვი და არტურ პანოვი.

კიევის "ბორისპოლის“ აეროპორტში ამავე სპეციალური რეისის საშუალებით მოსკოვში რუსი პატიმრები გაემგზავრნენ.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცედურა 35-35-ის ფორმულით მოხდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე