კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
loader

Breaking news

კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

  • კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

თბილისი: კახეთის რეგიონში 7 სექტემბრის დილის მონაცემებით, 15 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული – 5,7 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავებულია 3 ათასამდე ტონა ყურძენი.

"ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30 ღვინის საწარმო იქნება ჩართული. რთველი აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, უახლოეს დღეებში მოსავლის დაბინავებიის პროცესი გურჯაანსა და ყვარელშიც დაიწყება. რთველის საკოორდინაციო შტაბში 163 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში „ღვინის სასტუმრო თელავი“.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე