საქართველო შოტლანდიასთან 9-36 დამარცხდა
loader

Breaking news

საქართველო შოტლანდიასთან 9-36 დამარცხდა

  • საქართველო შოტლანდიასთან 9-36 დამარცხდა

თბილისი: შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა ანგარიშით 36-9 დასრულდა.

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც შოტლანდიელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და ალი პრაისმა ბურთი საქართველოს ჩათვლის მოედანზე დაამიწა – 5-0.

მე-19 წუთზე თედო აბჟანდაძემ საკმაოდ შორი მანძილიდან შეძლო გატანა და ანგარიში 5-3 გახდა, თუმცა, სკოტებმა უპირატესობის გაზრდა ამ მომენტიდან სამ წუთში მოახერხეს, როდესაც კინგჰორნმა მეორე ლელოს დადება შეძლო და ანგარიში 10-3 გახადა.

მიუხედავად ამისა, 26-ე და 29-ე წუთებზე აბჟანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა ამჯერად ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა – 10-9.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორეში კი, მატჩის 49-ე წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს და ანგარიში 17-9 გახდა.

69-ე და 71-ე წუთებზე მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დაალელოვეს საქართველოს ნაკრები და ანგარიში 29-9 გახადეს, 77-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში, 36-9 დააფიქსირეს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე