7 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ეწვევა
loader

Breaking news

7 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ეწვევა

  • 7 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ეწვევა

თბილისი: ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი 7-10 სექტემბერს საქართველოს ეწვევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 6 სექტემბერს ელჩი რიკერი მიუნხენში, აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლებს შეხვდება, შემდეგ კი საქართველოში გაემგზავრება.

ფილიპ რიკერი თბილისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და უსაფრთხოების ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან და ბიზნესმენებთან ერთად განიხილავს იმ საკითხებს, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესსა და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ელჩი რიკერი გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას.

ვიზიტის ფარგლებში რიკერი საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე