ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ "დორიანის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
loader

Breaking news

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ "დორიანის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

  • ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ დორიანის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კიევი: ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ "დორიანს“ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ბაჰამის კუნძულების მთავრობა ვარაუდობს, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

დანგრეულია ათასობით სახლი, დატბორილია გზები და დამხმარე ნაგებობები. დაზიანებულია ადგილობრივი აეროპორტები, რის გამოც მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება.

ამჟამად ქარიშხალი "დორიანი“ აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მძვინვარებს. სტიქიამ შტორმი, წყალდიდობა და ძლიერი ქარი გამოიწვია, რასაც თან დაერთო ტორნადოებიც. ქარიშხალს ელოდებიან სამხრეთ კაროლინაშიც. ორივე შტატში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ „დორიანი“ ვირჯინიის შტატისკენ გადაინაცვლებს. ტროპიკული შტორმის შესახებ გაფრთხილება მიიღო მასაჩუსეტსის შტატის მოსახლეობამაც.

ქარიშხალი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდება და შესაძლოა, კანადის ატლანტიკური სანაპიროც დააზარალოს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე