საქართველოს და სამხრეთ კორეას შორის მატჩი ფრედ დასრულდა
loader

Breaking news

საქართველოს და სამხრეთ კორეას შორის მატჩი ფრედ დასრულდა

  • საქართველოს და სამხრეთ კორეას შორის მატჩი ფრედ დასრულდა

თბილისი: თურქეთში, სტამბოლის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა ფრედ დასრულდა. 

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-40 წუთზე ჯანო ანანიძის გოლით გახსნა. სამხრეთ კორეის ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრა. 47 წუთზე გოლი „ბორდოს“ თავდამსხმელმა უი ჯო ჰვანგმა გაიტანა. ამ ფეხბურთელმა 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის მიწურულს ანგარიში მაინც გაათანაბრა.

საბოლოო ანგარიში 2:2 გიორგი ქვილითაიამ დააფიქსირა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე