"სულ მალე მეწარმეები დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ევროკავშირის ქვეყნებში"
loader

Breaking news

"სულ მალე მეწარმეები დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ევროკავშირის ქვეყნებში"

  • სულ მალე მეწარმეები დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ევროკავშირის ქვეყნებში

თბილისი: ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

როგორც მან აღნიშნა, პირველი სექტემბრიდან უკვე ძალაშია ახალი საბაჟო კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საბაჟო პროცედურები. მისი თქმით, ასევე, მომზადებულია და მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის საჯარო განხილვები.

"ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საშუალებას მისცემს მეწარმეებს დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე