ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ დავით სუჯაშვილი დაინიშნება
loader

Breaking news

ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ დავით სუჯაშვილი დაინიშნება

  • ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ დავით სუჯაშვილი დაინიშნება

თბილისი: Front News International-ის ინფორმაციით, თავდაცვის მომავალი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი დაიკავებს.

აღნიშნულ თანამდებობაზე დავით სუჯაშვილს ლევან იზორია შეცვლის, რომელიც ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე დაინიშნება.

როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

2 სექტემბერს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. 3 სექტემბერს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

ახალ მინისტრთა კაბინეტში შს მინისტრის თანამდებობას სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას 8 სექტემბერს გამოუცხადებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე