დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა
loader

Breaking news

დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა

  • დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა

თბილისი: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის წარდგენის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კალიფორნიელი კელი დეგნანი წარადგინა.

"მომდევნო ეტაპი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დანიშნულ დროს საჯარო განხილვა იქნება“, – აღნიშნავს საელჩო.

კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე კი, ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1993 წლის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებიდან კელი დეგნანი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი გასული წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა, რომელმაც მუშაობა აღნიშნულ პოსტზე შარშან გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე