ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის ოპონენტებმა საკვანძო კენჭისყრაში გაიმარჯვეს
loader

Breaking news

ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის ოპონენტებმა საკვანძო კენჭისყრაში გაიმარჯვეს

  • ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის ოპონენტებმა საკვანძო კენჭისყრაში გაიმარჯვეს

კიევი: დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის ოპონენტებმა საკვანძო კენჭისყრაში გაიმარჯვეს. 

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბორის ჯონსონის ოპონენტებმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგზე კონტროლი მოიპოვეს. აღნიშნულ ინიციატივას მხარი 328 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 301 იყო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის ოპონენტებს 4 სექტემბერს კანონის წარდგენა შეეძლებათ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ბრექსიტის თარიღის გადადებას აიძულებს.

რამდენიმე საათის წინ დიდ ბრიტანეთში მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. კონსერვატორმა დეპუტატმა ფილიპ ლიმ სხდომის მიმდინარეობისას ლიბერალ დემოკრატებთან გადაინაცვლა.

დასავლური მედიის ცნობით, ბრექსიტის საკითხი ჩიხშია შესული. დიდი ბრიტანეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის წინააღმდეგია, თუმცა ამ დროისთვის არსებულ შეთანხმებასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ოფიციალური ბრიუსელი კი შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებას არ აპირებს. ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი აუცილებლად 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს, შეთანხმებით, ან შეთანხმების გარეშე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე