ტეხასის შტატში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაიჭრა
loader

Breaking news

ტეხასის შტატში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაიჭრა

  • ტეხასის შტატში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 21 კი დაიჭრა

კიევი: ტეხასის შტატში სროლის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. დაჭრილებს შორის არის ორი წლის ბავშვი. დაზარალებულებიდან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინციდენტი ქალაქ მიდლენდსა და ოდესაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ჯერ მსუბუქი ავტომობილიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი აშშ-ის ფოსტის კუთვნილი სატვირთო გაიტაცა და სროლა განაგრძო.

ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლისას მოკლეს. ის 30 წლის მამაკაცია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „გენერალურმა პროკურორმა ბარმა ტეხასში სროლის შესახებ მაცნობა. გამოძიების ფედერალური ბიურო და სამართალდამცველები სრულად არიან ჩართული მუშაობაში“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე