"პუტინს პირველად ჩვენი დატყვევებული მეზღვაურების ახლობლების თხოვნით დავურეკე"
loader

Breaking news

"პუტინს პირველად ჩვენი დატყვევებული მეზღვაურების ახლობლების თხოვნით დავურეკე"

  • პუტინს პირველად ჩვენი დატყვევებული მეზღვაურების ახლობლების თხოვნით დავურეკე

კიევი: უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირველად სატელეფონო საუბარი დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურების ახლობლების ინიციატივით გამართა.

ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეარხ "1+1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, მე მას დავურეკე, რადგან დავინახე საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილება ჩვენ მეზღვარებსა და გემებთან დაკავშირებით, დავინახ, რომ ყველა ვადა ამოიწურა და ჩვენ მეზღვაურებს არავინ აბრუნებდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მეზღვაურების ახლობლები მასთან ხშირად მიდიან.

"მათ თქვეს, რომ ვერავინ, ვერც ადვოკატი, ვერც ომბუდსმენი, ვერ დააბრუნებს ჩვენ შვილებს და გთხოვთ, დაურეკოთ პუტინს", - აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 30 წუთი გაგრძელდა, მან პუტინთან ასევე დონბასში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. დონბასის შესახებ უფრო კონკრეტული საუბარი კი მეორე კონტაქტის დროს შედგა.

"მესმის, რომ ყველა საკითხის - დონბასის, ყირიმის, ცეცხლის შეწყვეტის მალე გადაწყვეტა ძალიან რთული, ვიცი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გადავჭრათ: კონკრეტულ ვადებში, კონკრეტულ ადამიანებთან ერთად", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე