"რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“
loader

Breaking news

"რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“

  • რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს

თბილისი: საქართველოში, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამოეხმაურა.

მიკრობლოგ "ტვიტერის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

"რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა სხვა ერების სუვერენიტეტის უგუნურ უგულებელყოფას განაგრძობენ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე