მამუკა ბახტაძე - მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე
loader

Breaking news

მამუკა ბახტაძე - მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე

  • მამუკა ბახტაძე - მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე

თბილისი: მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუქში“ წერს.

"მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა.

მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე ორი დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისთვის!

ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს! #რაგბიჩვენითამაშია“ – წერს მამუკა ბახტაძე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე