აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე სომხეთის საზღვართან პოზიციები შეცვალა
loader

Breaking news

აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე სომხეთის საზღვართან პოზიციები შეცვალა

  • აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე სომხეთის საზღვართან პოზიციები შეცვალა

თბილისი: ერთი კვირის წინ ინტერნეტში აზერბაიჯანელ და სომეხ ექსპერტებს შორის მორიგი სკანდალი ატყდა. აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვის სიახლოვეს, მთა ბაბაქიართან პოზიციები შეცვალა. მსგავსი განცხადებები ორივე მხრიდან ახალი არ არის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საინჟინრო სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს. მტკიცებულად წარმოდგენილი იყო სატელიტური გამოსახულებები, რომელზეც შესამჩნევია ერთი საინტერესო დეტალი. ირკვევა, რომ აზერბაიჯანული პოზიციები უმჯობესდება მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე. კერძოდ კი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პუნქტი უხეშად არღვევს საქართველოს საზღვარს.


ამ ნაწილის შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ეს სანგრები გათხრილია ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს რუსული აგრესიისა და სამაჩაბლოს და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ რთული პერიოდი ჰქონდა.

ასევე ირკვევა, რომ აზერბაიჯანული თხრილები საზღვარს კვეთენ არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ სიმაღლეს. საბაჟო პუნქტ "წითელ ხიდამდე"  განლაგებულია გამაგრებების ქსელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე  მდებარეობს. აქედა და ბაბაქიარის მთიდან ქართული სოფლები კონტროლდება.


ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია საქართველო-აზერბაიჯანის საკამათო საკითხის კონტექსტში, რომელიც დავით გარეჯს უკავშირდება. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა იქ მომლოცველების და ტურისტების შეშვება აკრძალეს, ეს კი იმით ახსენს, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის საკუთრებაა, მონასტერს საერთო არაფერი აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და "კავკასიის ალბანეთის" ისტორიული ძეგლია.

ამჟამად დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დამატებითი ძალებია განთავებული, მომლოცვლებს კი იქ კვლავ არ უშვებენ. გასულ კვირას დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომ მესაზღვრეები თავიანთ ბაზას აფართოებენ. 


იმის გათვალისწინებით, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ძალიან უცნაურია. იქმნება განცდა, რომ ქართულ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის მიუხედავად, დავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სამწუხაროდ, აზერბაიჯაბული მხარე კომპრომისისთვის მზად არ არის. როგორც სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ოფიციალურ ბაქოს ნაკლებად აინტერესებს. მსგავსი სახის საკითხები საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების კონტექსტში დიალოგის და პატივისცემის ფარგლებში უნდა წყდებოდეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე