მარკონმა და ზელენსკიმ დონბასის კონფლიქტის გადაწყვეტაში "სწრაფი პროგრესის" შესაძლებლობა განიხილეს
loader

Breaking news

მარკონმა და ზელენსკიმ დონბასის კონფლიქტის გადაწყვეტაში "სწრაფი პროგრესის" შესაძლებლობა განიხილეს

  • მარკონმა და ზელენსკიმ დონბასის კონფლიქტის გადაწყვეტაში სწრაფი პროგრესის შესაძლებლობა განიხილეს

კიევი: უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ვლადიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან საუბრის დროს უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტები დიდი შვიდეულის მომავალ სამიტზე რუსეთის მოწვევის საკითხს განიხილავენ.

ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის ლიდერმა ფრანგ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა დონბასში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე. 

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა მზადყოფნა გამოთქვა ნორმანდიული ფორმატით შეხვედრასთან დაკავშირებით.

ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას უმაღლესი რადას მიერ პრემიერ-მინისტრად ალექსეი გონჩარუკის დამტკიცება მიულოცა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე