უკრაინის რადამ დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
loader

Breaking news

უკრაინის რადამ დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

  • უკრაინის რადამ დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

კიევი: უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესმა რადამ პირველივე სხდომაზე პირველი მოსმენით დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინიციატივას 363-მა კანონმდებელმა მისცა ხმა.

პარლამენტის სხდომაზე, რომელიც 16 საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

კანონპროექტის საბოლოოდ დასამტკიცებლად საჭირო იქნება სულ მცირე 300 დეპუტატის მხარდაჭერა. ინიციატივა უკრაინის კონსტიტუციის მე-80 მუხლის ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მუხლიდან უნდა ამოიღონ ის ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ დეპუტატები უზრუნველყოფილი არიან ხელშეუხებლობით და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად უმაღლესი რადას თანხმობაა საჭირო.

კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინის პარლამენტის წევრების ხელშეუხებლობა 2020 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება.

ივლისში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უკრაინის რადაში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“ 426 ადგილიდან 254 მანდატი აქვს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე