დროგობიჩში სახლის ნანგრევებში მაშველებმა 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია
loader

Breaking news

დროგობიჩში სახლის ნანგრევებში მაშველებმა 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია

  • დროგობიჩში სახლის ნანგრევებში მაშველებმა 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს მათ შორის ერთი ბავშვია

კიევი: უკრაინაში, ლვოვის ოლქში, ქალაქ დროგობიჩში სახლის ნანგრევებში მაშველებმა 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია.

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის ავრცელებს.

მისივე ცნობით, მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 5 ბავშვია. 

დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალაქ დროგობიჩში აფეთქების შედეგად ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია გამოირიცხა.

მომხდარს უკრაინის პროკურატურა იძიებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

რუმინეთში მმართველი კოალიცია დაიშალა