ბოლტონმა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის თარიღი დაასახელა
loader

Breaking news

ბოლტონმა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის თარიღი დაასახელა

  • ბოლტონმა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის თარიღი დაასახელა

კიევი: უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და მისი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის შეხვედრა ვარშავაში პირველ სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ კიევში ვიზიტისას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა. მისი თქმით, ის ამჟამად მოლაპარაკებების ორგანიზებაზე მუშაობს.

პირველ სექტემბერს პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებით ცერემონია გაიმართება, რომელშიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტებს ექნებათ მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ვარშავაში ღონისძიების ფარგლებში“, – აღნიშნა ბოლტონმა.

კიევში ვიზიტისას ბოლტონმა ასევე შეშფოთება გამოთქვა გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, რომელიც, მისი აზრით, ევროკავშირის რუსეთზე დამოკიდებულებას გაზრდის.

თავის მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩართვის სურვილი გამოთქვა. 

დონბასის საკითხზე ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებში უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე