"რია ნოვოსტი-უკრაინას“ მთავარი რედაქტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
loader

Breaking news

"რია ნოვოსტი-უკრაინას“ მთავარი რედაქტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

  • რია ნოვოსტი-უკრაინას მთავარი რედაქტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

კიევი: კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინაში დაპატიმრებული, რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი-უკრაინას“ მთავარი რედაქტორი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა. 

ჟურნალისტი ვალდებული იქნება გამოძახების შემთხვევაში გამოჩნდეს სასამართლოში ან გამომძიებელთან, შეატყობინოს სამართალდამცველებს საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის შეცვლის შესახებ. მას ასევე საქმის მოწმეებთან კონტაქტი ეკრძალება.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სახელმწიფო ღალატისა და ქვეყნის საწინააღმდეგო საინფორმაციო საქმიანობის ბრალდებით ვიშინსკი 2018 წლის მაისში დააკავა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“