თბილისი: თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბორჯღალოსნები“ სამხრეთაფრიკულ „საუზერნ კინგსს“ დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდეგე 24-20 დაამარცხეს.
მატჩის დაწყებიდან მეორე წუთზე ჯარიმა კატრაკილისმა გაიტანა, მალევე კი ლელო დადეს, გარდასახვაც შეასრულეს. ანგარიში უკვე 0-10 იყო, როდესაც მეთხუთმეტე წუთზე ბორჯღალოსნები შეტევაზე გადავიდნენ, გიორგი აფციაურის დახმარებით ანგარიში 5-10 გახდა, მაგრამ 22-ე წუთზე სტუმრებმა ლელო დადეს, გარდასხვაც შეასრულეს და ანგარიში 5-17 გახდა.
შეხვედრის 50-ე წუთზე მოწინააღმდეგეებმა კიდევ მოიპოვეს სამი ქულა, ხოლო ბორჯღალოსნებმა 67-ე წუთზე ანგარიშის 10-20 გაზრდა ლელოთი შეძლეს. 74-ე წუთზე ქართველმა მორაგბეემა „საუზერნკინგსელებს“ ჯარიმა მიაღებინეს და მსაჯმა ტექნიკული ლელო ჩათვალა. ანგარიში უკვე 17-20 გახდა. 77-ე წუთზე ქართველების მორიგი ლელოს და ზუსტი გარდასახვის წყალობით ანგარიში 24-20 გახდა.
დღევანდელი შეხვედრა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ბორჯღალოსნებისთვის პირველი თამაში იყო.