ბრაზილიის მთავრობამ დიდი შვიდიანის ფინანსურ დახმარებაზე უარი განაცხადა
loader

Breaking news

ბრაზილიის მთავრობამ დიდი შვიდიანის ფინანსურ დახმარებაზე უარი განაცხადა

  • ბრაზილიის მთავრობამ დიდი შვიდიანის ფინანსურ დახმარებაზე უარი განაცხადა

კიევი: ბრაზილიის მთავრობამ დიდი შვიდიანის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება უარყო. 

უცხოური მედიის ცნობით, ბრაზილიის მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი, მათ, როგორც კოლონიას ისე ეპყრობა. ბრაზილიის თავდაცვის მინისტრმა ფერნანდო სილვამ კი განაცხადა, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ფერნანდო სილვას განმარტებით, სამინისტრომ სტიქიასთან საბრძოლველად 44 ათასი ჯარისკაცი გამოყო.

"მადლობა, თუმცა შესაძლოა, აღნიშნული რესურსი ევროპის ტყეებისთვის უფრო რელევანტური იყოს. ემანუელ მაკრონს ეკლესიაში პროგნოზირებადი ხანძრის თავიდან არიდებაც კი არ შეუძლია. მას კი სურს, ჩვენს ქვეყანას გაკვეთილი ჩაუტაროს“, – განაცხადა ჟაირ ბოლსონაროს ოფისის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

დიდი შვიდიანი სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძართან საბრძოლველად 22 მილიონ დოლარს გამოყოფდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება