უკრაინა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მკაცრად გმობს
loader

Breaking news

უკრაინა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მკაცრად გმობს

  • უკრაინა ოკუპირებულ აფხაზეთში ეწ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მკაცრად გმობს

თბილისი: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.

"უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ "არჩევნებს“ და განიხილავს მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოახდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში.

უკრაინა უცვლელად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. დამოუკიდებლობას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისკენ და განუხრელი შესრულებისკენ, აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე