გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს
loader

Breaking news

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

  • გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ვენა: არსებული ინფორმაციით, გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს.

Front News International ხანგოშვილის გარემოცვას დაუკავშირდა, რომლებიც ამ დროისთვის ავსტრიის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფებიან და გერმანიაში მიდიან.

ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და ტყვია სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მოხვედრილი.

ახლობლების განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურების მიერ არის მოკლული.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

2015 წლის მაისში ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. მირზა გელოვანის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ხანგოშვილს ოთხი ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც იგი მანქანაში ჯდებოდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე