"რუსეთმა „დიდ რვიანში“ დაბრუნება თავად უნდა ითხოვოს"
loader

Breaking news

"რუსეთმა „დიდ რვიანში“ დაბრუნება თავად უნდა ითხოვოს"

  • რუსეთმა დიდ რვიანში დაბრუნება თავად უნდა ითხოვოს

კიევი: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ „დიდი რვიანის“ ჯგუფში დასაბრუნებლად რუსეთმა ჯერ ყველა ის პრობლემა უნდა გამოასწოროს, რის გამოც ჯგუფი დაატოვებინეს, შემდეგ კი დაბრუნება თავად უნდა ითხოვოს. ინფორმაციას უკრაინული მედია თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"შედგა მსჯელობა, რომელიც ჩემი აზრით, ფრანგული მხარის ინიცირებული იყო. მსჯელობა ეხებოდა იმას, თუ როდის დადგება რუსეთის დაბრუნების დრო, თუ ეს ოდესმე მოხდება. გადამწყვეტი არის ის, რომ რუსეთს ეს თავად არ უთხოვია. ამიტომ, ველოდები, რომ ჯერ ეს უნდა მოხდეს“, – აცხადებს წყარო.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პირველ პირთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის მოხარულია „დიდი რვიანის“ ფორმატში დასაბრუნებლად.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე