პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
loader

Breaking news

პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

  • პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ი.ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გ.გ. მომხდარიდან მალევე, ქუთაისში დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე