პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა
loader

Breaking news

პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

  • პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

თბილისი: სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

სეს-ის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონში, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა. აქედან, 14-ში დარღვევები არ გამოვლინდა, 17 ობიექტი კი დაჯარიმდა - 13 ბიზნესოპერატორი, დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ და ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება დაევალათ, რასაც სააგენტო გაუწევს ზედამხედველობას. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე