პრემიერისა და "რაინეარის" პრეზიდენტის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაგეგმილ სამ მიმართულებას თბილისი-კიოლნის რეისი დაემატება
loader

Breaking news

პრემიერისა და "რაინეარის" პრეზიდენტის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაგეგმილ სამ მიმართულებას თბილისი-კიოლნის რეისი დაემატება

  • პრემიერისა და რაინეარის პრეზიდენტის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაგეგმილ სამ მიმართულებას თბილისი-კიოლნის რეისი დაემატება

თბილისი: პრემიერ-მინისტრის თხოვნით, „რაინეარი საქართველოდან დაგეგმილ სამ მიმართულებას თბილისი-კიოლნის რეისს დაამატებს.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძისა და ავიაკომპანია „რაინეარის" კომერციული დირექტორის დევიდ ო'ბრაიენის  შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

"პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში შევთანხმდით კიდევ ერთი მიმართულება დაგვემატებინა", - განაცხადა დევიდ ო'ბრაიენმა.

მისი თქმით, თბილისიდან კიოლნის მიმართულებით  პირდაპირი ავიარეისი  მომდევნო წლის ზაფხულიდან განხორციელდება.

"თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით გამოგვეცხადებინა პირდაპირი ფრენები: თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით, მაგრამ ამ სამ ავიარეისს კიდევ ერთი მიმართულება დაემატება", - განაცხადა „რაინეარის" კომერციულ დირექტორმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ავიაკომპანია „რაინეარის" კომერციულ დირექტორ დევიდ ო'ბრაიენს შორის შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე