"რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა მორიგი პროვოკაციული ქმედებაა"
loader

Breaking news

"რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა მორიგი პროვოკაციული ქმედებაა"

  • რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა მორიგი პროვოკაციული ქმედებაა

თბილისი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული საფრენი აპარატის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს.

სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება.

"ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დღეს რუსულმა ვერტმფრენმა დაახლოებით, 12:00 საათისთვის სოფელ  გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ოკუპირებული ტერიტორიის თავზე ვერტმფრენი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე