"ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, თავს არ ვცნობ დამნაშავედ"
loader

Breaking news

"ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, თავს არ ვცნობ დამნაშავედ"

  • ნამდვილად არ ვარ დამნაშავე თავს არ ვცნობ დამნაშავედ

თბილისი: ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"უძრავი ქონება ვიყიდე ბანკებიდან და ბანკმა დამიბრუნა აქტივი დღგ, ეს არის ჩემი შეძენილი, რომელიც შევიძინე 2013 წელს. გავეცნობი და იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არავითარი ყალბი აქტივი არ გამიკეთებია, 2013 წლიდან მაქვს ეს აქტივი, რომელსაც ჩვეულებრივად ვიყენებდი შვიდი წლის განმავლობაში საბაჟოშიც, საშემოსავლოშიც. ნელ-ნელა ვიყენებდი თანხას. ეს ჩემი აქტივია – ვიყიდე „ქართუ“ ბანკიდან უძრავი ქონება. მე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე. თავს არ ვცნობ დამნაშავედ. არავის არ დავუკითხივარ და შეიძლება ეგეთი რაღაც რომ დაკითხული არ იყო და ბრალი წაგიყენონ?“, – განაცხადა ღაჭავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მისივე თქმით, დეტალურად საგამოძიებო სამსახურში მისვლის შემდეგ ისაუბრებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე