"როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოს ადამიანი"
loader

Breaking news

"როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოს ადამიანი"

  • როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში ბუნებასა და გონებაში საჭიროა დიდი ყურადღება რომ მიწიერმა არ გაიტაცოს ადამიანი

თბილისი: დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში. ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა პატრიარქმა.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. 

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე