19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
loader

Breaking news

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

  • 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

თბილისი: მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. 

ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.

მარიამობის მარხვის გამო, 19 აგვისტო, პატრიარქის კურთხევით, თევზით ხსნილი იქნება.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე