პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება
loader

Breaking news

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დევნილ ვეტერანთა  გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის  პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ.

"ვიწყებთ ბინათმშენებლობის სპეციალურ პროგრამას ჩვენი დევნილი ვეტერანებისთვის. ეს ბინები აშენდება ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ქუთაისში წლის ბოლომდე 60 დევნილ ვეტერანს გადაეცემა ბინები, ხოლო მომავალ წელს, ჩვენი ვეტერანი სამხედროები 120 ბინით დაკმაყოფილდებიან", - განაცხადა პრემიერმა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე