ოდესაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
loader

Breaking news

ოდესაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  • ოდესაში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიევი: ოდესაში, სასტუმროში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

სასტუმრო "ტოკიო სტარში“ ცეცხლი შუა ღამით გაჩნდა.

ცეცხლის სამი საათის განმავლობაში 65 მეხანძრე-მაშველი და 13 ერთეული ტექნიკა აქრობდა.

სასტუმრო „ტოკიო სტარს“ სულ  273 ნომერი აქვს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ხანძრის გაჩენის დროს.

ხანძრის შედეგად შენობის ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე